სააღდგომო ფერადი კვერცხები
 

მომზადება

ფერადი კვერცხები ძალიან უხდება სააღდგომო სუფრას. ასევე, საუკეთესო დროა, რომ ბავშვებიც ჩართოთ სადღესასწაულო მზადების პროცესში და ერთად შეღებოთ კვერცხები.

სანამ კვერცხებს მოხარშავთ, საფუძვლიანად, მაგრამ ფრთხილად გარეცხეთ ცივ წყალში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაზი ღრუბელი და ასევე ბავშვის ჭურჭლის სარეცხი სითხე.

ჩააწყვეთ კვერცხები ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, ღომ კვერცხები დაიფაროს და დაამატეთ ძმარი (მაგალითად, 10 კვერცხის მოსახარშად, შეგიძლიათ დაამატოთ 2 ს.კ. ძმარი. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ცხელი წყალი, მოასხით ცივი. კვერცხი ამოიღეთ და დააბზრიალეთ მყარ ზედაპირზე (მაგალითად, მაგიდაზე). კვერცხი თუ სწრაფად იტრიალებს, ე.ი. უკვე მოხარშულია. გადაასხით დარჩენილი წყალიც.

გაამზადეთ ცალ-ცალკე ჭიქებში საღებავები. ისნტრუქცია საღებავებზე მოცემულია. ასევე, გირჩევთ, რომ საღებავთან ერთად, თითო ჭიქაში დაამატოთ 1 ს.კ. თეთრი სუფთა ძმარი - ძმარი არ უნდა იყოს მღვრიე, თორემ შეფერილობას შეცვლის. ძმარი საუკეთესო საშუალებაა, რომ კვერცხმა შეინარჩუნოს ფერი.

მოხარშული კვერცხი აიღეთ კოვზით და ფრთხილად ჩადეთ საღებავიან ჭიქაში. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო მკვეთრი და მუქი ფერის იქნება კვერცხიც. თუ გინდათ რომ შედარებით ბაცი ფერის იყოს, საშუალოდ 3-4 წუთით გააჩერეთ ჭიქაში. ფართო თეფშზე დააფარეთ სამზარეულოს ქაღალდი, რამდენიმე ფენად. შეღებილი კვერცხი კოვზით ამოიღეთ საღებავიდან და ფრთხილად დადეთ სამზარეულოს ქაღალდზე. კვერცხი ბოლომდე რომ გაშრება, შეგიძლიათ წაუსვათ მცენარეული ზეთიც, რომ იპრიალოს. თუმცა, მე პირადად არ ვიყენებ ზეთს, რადგან ესეთი უფრო მომწონს :)

შეგიძლიათ კვერცხს შემოაკრათ მაქმანები და დაამაგროთ სკოჩით, შეგიძლიათ მორთოთ ლენტებით.

შევეცდებლი მალე შემოგთავაზოთ სხვა ორიგინალური ხერხებიც.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli