ბადრიჯანი პარმიჯანა- იტალიური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ამ კერძსაც შემოგთავაზებთ ჯეიმი ოლივერის რეცეპტის მიხედვით, წიგნიდან “ჯეიმის იტალია,” რომელიც მეგობრებმა მაჩუქეს (იხ. მარცხნივ).  წიგნში მოცემულ რეცეპტში საჭიროა პურის საფანელი, ხოლო ქვემოთ მოყვანილ რეცეპტში შემოგთავაზებთ ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს.

ტოსტის პურები გახუხეთ ტოსტერით, მაგრამ სულ არ გამოაშროთ პური. გააგრილეთ ნაჭრები, შემდეგ პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭერით. გაახურეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე. მოასხით დაახლ. 1/2  ან 1 ს.კ. არა რაფინირებული ზეთი და მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორის კბილი, ან შეგიძლიათ შეცვალოთ 1/2 ჩ.კ. ნიორის ფხვნილით. სწრაფად მოურიეთ, რომ არ მიიწვას და სწრაფადვე დაამატეთ ტოსტის პურის ნაჭრები და კარგად მოურიეთ დაახლოებით 40 წამის განმავლობაში. გადმოიღეთ თეფშზე და გააგრილეთ.

ნელ ცეცხლზე დადგით ქვაბი, ჩაასხით 2-3 ს.კ. არა-რაფინირებული ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი, 2 კბილი ნიორი (დაჭრილი) და ორეგანო 10 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი არ დარბილდება და ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. დაამატეთ ქილის პამიდორი და კარგად მოურიეთ. ისევ ნელ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ დაამატეთ ძმარი, მარილი და პილპილი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი და გამორთეთ.

სანამ პამიდორის სოუსი მზადდება, ამასობაში ბადრიჯანი დაჭერით ოდნავ სქელ ნაჭრებად. გრილის ტაფა გაახურეთ მაღალ ცეცხლზე. სალფეტკით მოუსვით ტაფაზე არა-რაფინირებული ზეითუნის ზეთი და დააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები - ერთი მხარე დაბრაწეთ დაახლეობით 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოაბრუნეთ და გააჩერეთ ისევ დაახლოებით 2 წუთის მანძილზე. გადმოიღეთ ცალკე თეფშზე. თუ დაგრჩებათ დამატებით ბადრიჯნის ნაჭრები, ისევ წაუსვით გრილის ტაფას ზეთი და დაბრაწეთ ორივე მხარეს.

გაახურეთ ღუმელი 180C-მდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოსახით ჯერ პამიდორის სოუსი, შემდეგ დააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები ერთ ფენად, მოაყარეთ პარმეზანი და შემდეგ ისევ გაიმეორეთ ფენები იგივე თანმიმდევრობით. ბოლო ფენისთვის შემოინახეთ პამიდორის სოუსი და პარმეზანი. მანამდე მომზადებული კრუტონები დაფშვენით და მოაყარეთ ზემოდან. ღუმელში გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

კერძი სუფრასთან მიიტანეთ ცხელი, თუმცა ასევე მეორე დღესაც ძალიან გემრიელია როგორც ცივი, ასევე შემთბარი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli