ბაუნტი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბაუნტის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ ძალიან მარტივად. ამისთვის დაგჭირდებათ ქოქოსის ფანტელი და ქოქოსის რძე, რომელთა შეძენაც მსხვილ სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზე შეიძლება.

ქოქოსის რძე ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ შაქარი და ვანილი და დადგით საშუალო ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ, რომ შაქარი მალე გადნეს. როგორც კი შაქარი გადნება (არ უნდა აგიდუღდეთ რძე), გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ნელ თბილი რძე ქოქოსის ფანტელებს. კარგად მოურიეთ ხელით, რომ რძე თანაბრად გადანაწილდეს.

შემდეგ ხელში მოაქციეთ სველი ქოქოსის ფანტელები და მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა. შესაძლოა თავდაპირველად ადვილად ვერ მისცეთ მორმა, მაგრამ ხელით რომ დაამუშავებთ, თანდათან დაგემორჩილებათ მასაც. ქოქოსის ფორმები დააწყვეთ ფოლგიან ზედაპირზე და შედგით საყინულეში 30 წუთით.

შემდეგ, გაადნეთ შოკოლადი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადის სადნობი, რომელსაც ქვაბის ზემოდან ათავსებთ მდუღარე წყლის თავზე, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ქვაბი - ერთი დიდი, მეორე უფრო პატარა. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. მდუღარე წყალზე (ცეცხლი არ გამორთოთ) ზემოდან დაადგით პატარა ქვაბი ისე, რომ პატარა ქვაბის ძირი მხოლოდ მდუღარე წყალს ეხებოდეს.

შოკოლადი რომ გადნება, ამოავლეთ ქოქოსის ფორმები შოკოლადშჲ და შედგით მაცივარში 1 საათით.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

სახლში მომზადებული ბაუნტის რეცეპტი