ბლინები Pancakes - გემრიელი რეცეპტები
 


 

სანამ მომზადებას დაიწყებთ, ჩართეთ ღუმელი 180 C -ზე და კარგად რომ შეთბება, შემდეგ გამორთეთ. ღუმელში დადეთ ფართო თეფში.


აიღეთ საშუალო ზომის ჯამი. 2 კვერცხს დაამატეთ 5 ს.კ. შაქარი და ათქვიფეთ მაქსიმალური სიჩქარით (მიქსერით) 2 წუთის განმავლობაში. მიიღებთ ფაფუკ, თეთრი ფერის მასას. ჩაის კოვზზე დაყარეთ სოდა და დაასხით რამდენიმე წვეთი თეთრი ძმარი. ჩაასხით მიღებული მასა ჯამში. ასევე დაამათეთ მარილი, რასაც დანის წვერით ამოიღებთ. შეგიძლიათ დაამატოთ 1/4 კოვზი დარიჩინი და ვანილი (ან კარაქისა და ვანილის ექსტრაქტი - Butter vanilla extract). კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ რძე და ისევ მოურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ თითო სუფრის კოვზი პურის ფქვილი და მიქსერით მოურიეთ ყველაზე დაბალი სიჩქარით. ცომი უნდა გამოვიდეს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი. ცომი გააჩერეთ 10 - 15 წუთის მანძილზე.


ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე. როდესაც გახურდება, მოუსვით მცირე ოდენობით კარაქი. ჩამჩით ამოიღეთ ბლინის ცომის მასა და ცენტრში წრიული მოძრაობით დაასხით ტაფაზე. საშუალოდ 2 წუთია საჭირო ერთი გვერდის გამოსაცხობად - როგორც კი ბრტყელი ასაღებით შეძლებთ აიღოთ ბლინი, გადმოაბრუნეთ მეორე მხარეს და კიდევ დაახლოებით 1 წუთით გააჩერეთ ტაფაზე. შემდეგ გამომცხვარი ბილინი დადეთ თეფშზე, რომელიც ღუმელში შეინახეთ. ღუმელში შენარჩუნებული ტემპერატურა თბილად შეინახავს თქვენს ბლინებს და შეძლებთ, რომ სუფრაზე თბილი ბლინი მიიტანოთ.


ბლინებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, თაფლი, არაჟანი, შოკოლადის სოუსი ან ნეკერჩხლის სიროფი.


 

მომზადება: