ბლინები ფორთოხლით - ვალენტინის დღისთვის
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

სანამ ცხობას დაიწყებთ, ჩართეთ ღუმელი 180 C-ზე და რომ გახურდება გამორთეთ. ღუმელში დადეთ ფართო თეფში, სადაც დააწყობთ გამომცხვარ ბლინებს. შედეგად, შეძლებთ სუფრასთან თბილი ბლინები მიიტანოთ და არ გაგიცივდებათ სხვა ბლინების ცხობის დროს.

ჯამში, მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე აურიეთ კვერცხი და შაქარი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მაწონი და დარიჩინი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ფორთოხლის ცედრა და კარაქიანი ვანილის ექსტრაქტი  და ისევ კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ ფქვილი და თან მიქსერით ურიეთ საშუალო სიჩქარეზე. ცომი არც ძალიან თხელი უნდა გამოვიდეს და არც სქელი.

დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე. რომ გახურდება, ტაფის ძირზე წაუსვით კარაქი. ჩამჩით ამოიღეთ ბლინის ცომი და ტაფის ცენტრში, წრიული მოძრაობით დაასხით. შემდეგ, შეგიძლიათ ოდნავ გაშალოთ კიდევაც ტაფაზე, თუ ტაფას დახრით სხვადასხვა მიმართულებით. უმჯობესია, რომ ბლინი სქელი გამოაცხოთ. გააჩერეთ თავდაუხურავ ტაფაზე საშუალოდ 2 წუთის განმავლობაში, გადმოაბრუნეთ და მეორე გვერდზე გააჩერეთ დაახლოებით 1 წუთი. შემდეგ, გამომცხვარი ბლინი დადეთ ღუმელში მოთავსებულ თეფშზე. როდესაც გამოაცხობთ ყველა ბლინს, სუფრასთან მირთმევამდე, გულის საჭრელი ფორმით გამოჭერით ბლინები. ასევე, რადგან ფორთოხალიც მოგეპოვებათ სახლში, გაუწურეთ თქვენს საყვარელ ადამიანს ფორთოხლის წვენი და საუზმედ გემრიელი და რომანტიული ბლინები მიართვით ფორთოხლის წვენთან ერთად.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli