ბოსტნეულის კრემ-სუპი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით პატარა ნაჭრებად ბადრიჟანი (კანით!), ყაბაყი (გათლილი), კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და სტაფილო. ტაფა გაახურეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, დაასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ბოსტნეული. დაამატეთ ნიორი და დაჭრილი სოკო. კარგად რომ ჩაიშუშება, დაამატეთ 1 ს.კ. თეთრი ღვინო და კარგად მოურიეთ, რომ ღვინო თანაბრად განაწილდეს. შემდეგ დაამატეთ ტომატის პასტა, და ასევე კარგად მოურიეთ. დაამატეთ პამიდორი და ქათმის ან ხბოს ნახარში (შეგიძლიათ შეცვალოთ ადუღებული წყლით). ნახარშჲ იმდენი უნდა დაამატოთ, რომ ოდნავ წვნიანი გახდეს მასა (იხ. სურათი). დაამატეთ ორეგანო, მარილი და პილპილი.

გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ კომბაინის / ბლენდერისკონტეინერში და კარგად მოურიეთ - ბოსტნეული ისე უნდა დაქუცმაცდეს, რომ მიიღოთ თხევადი მასა. თუ პირეს მასას მიიღებთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნახარში ან ადუღებული წყალი. დაამატეთ ნაღები და ისევ კარგად მოურიეთ ბლენდერით.

გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით ბალზამიკო ან შავი ძმარი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.