დაბადების დღის ტორტი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

5 კვერცხის ცილა გათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე 3-5 წუთის განმავლობაში, მანამ, სანამ მასა არ გამაგრდება (ჯამს რომ ამოაბრუნებთ, მასა არ უნდა დაცურდეს, მყარად უნდა იყოს მოკიდებული ჯამის ფსკერზე). თანდათან შეურიეთ შაქრის პუდრა და განაგრძეთ მიქსერით თქვეფა. ასევე შეურიეთ ლიმონის წვენი. შემდეგ თანდათან შეურიეთ 5 კვერცხის გულიც და კარგად გათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.

გამორთეთ მიქსერი. საცერში გაცერით 5 ს.კ. ფქვილი და დააყარეთ ცომს (როდესაც ფქვილს არწყავთ, გაითვალისწინეთ, რომ კოვზზე ფქვილი უნდა იყოს “თავმობმული” - ანუ პატარა გორაკივით უნდა იყოს კოვზზე). შემდეგ წრიული მოძრაობით ამოურიეთ ფქვილი მოსარევით, ისე, რომ ცომის მასა არ ჩავარდეს და კვლავ ჰაეროვანი დარჩეს.

ტორტის ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით ტორტი. 180 C-ზე გამოაცხვეთ 25 - 30 წთ-ის განმავლობაში. ტორტი შეამოწმეთ ასანთის ღერით - თუ ღერი მშრალი ამოვა ცომიდან, ე.ი. ტორტი მზად არის.

გადმოიღეთ ღუმელიდან, შემოაცალეთ ფორმა და გააგრილეთ ტორტი.

შემდეგ ტორტი გაჭერით შუაზე, განივად. მოასხით ხილის წვენი. შემდეგ წაუსვით კრემის 1/2 (კრემის ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ), დააფარეთ ზემოდან მეორე ნაწილი. დარჩენილი კრემი დანით ან სპატულით წაუსვით ტორტს გარშემო.

გაადნეთ შოკოლადი. ამისთვის საჭიროა ქვაბში ჩაასხათ წყალი და აადუღოთ. შემდეგ შოკოლადის სადნობი დადეთ ქვაბზე (იხ. სურათი), ისე, რომ მისი ძირი ეხებოდეს ქვაბში ადუღებულ წყალს. თუ არ გაქვთ შოკოლადის სადნობი, შეგიძლიათ გამოიუენოთ მეორე, უფრო პატარა ქვაბი. დაყარეთ შოკოლადის ფილები და დროთა განმავლობაში მოურიეთ კოვზითგადმოიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ. ცალკე ჯამში მიქსერით გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. შეურიეთ გაგრილებული, გამდნარი შოკოლადი და რძე - რძის რაოდენობა შეგიძლიათ არეგულიროთ იმის მიხედვით, რამდენად თხელი/სქელი გინდა გამოვიდეს კრემი. თუ შავ შოკოლადს გამოურენებთ, შესაძლოა დაგჭირდეთ კრემში შაქრის პუდრის დამატებაც.

გარედან ტორტი მორთულია ფონდანტით. ფონდანტი არის ტკბილი მასა, რასაც ხშირად იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის მოსართავად. ფონდანტი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან თავად დაამზადოთ. ფონდანტის მომზადების წესს მოგვიანებით გაგიზიარებთ. გააბრტყელეთ წითელი ფონდანტი ისე, რომ სისქე იყოს დაახლოებით 5-6 მმ. ფონდანტის გასაბრყელებლად დაგჭირდებათ სუფთა ზედაპირი (შეგიძლიათ გადააკრათ სამზარეულოს ცელოფანიც) და შაქრის პუდრა. ფონდანტი ჯერ ხელით დაამუშავეთ რომ დარბილდეს, შემდეგ უკვე ცომის საბრტყელებლით გააბრთხელეთ და შიგადაშიგ გამოიყენეთ შაქრის პუდრა, რომ ზედაპირს არ მიეკრას. ფონდანტი ფრთხილად გადააფარეთ ტორტს - თუმცა ქვემოთ არ დაქაჩოთ, პირიქით, ქვემოდან ზემოთ შემოუკეცეთ გვერდები. შემდეგ ხელით ან ფონდანტის გასსასწორებელი ხელსაწყოთი შეასწორეთ ფორმები. ქვემოთ მორჩენილი ზედმეტი ნაწილები შეგიძლიათ შემოაჭრათ პიცის საჭრელით, ან დანით.

გააბრტყელეთ თეთრი ფონდანტი იგივენაირად, როგორც ზემოთ არის აღწერილი. მრგვალი საჭრელით გამოჭერით წრეები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტის მოსართავის უკანა მხრე. ფუნჯით ან ტითით ულ ოდნავ დაასველეთ წრე და სველი მხარე მიაკარით ტორტს ისე, რომ წრეები გაფანტულად და მეტნაკლებად თანაბრად გადაანაწილოთ. შუაში დატოვეთ ადგილი ორიგინალური სანთლისთვის.

ტორტი მზად არის :-)