გამომცხვარი კალმახი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 205 C -მდე.

კალმახს მოაყარეთ პილპილი და მარილი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. შიგნიდან მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მოაყარეთ ტიმიანი (თანაბრად გადაანაწილეთ ოთხივე კალმახზე). ლიმონის მეორე ნახევარი დაჭერით 8 ნაჭრად და 2-2 ნაჭერი მოათავსეთ თითოეულ თევზში. ასევე, ლიმონის ნაჭრების ზემოთ ჩააყოლეთ ოხრახუშის 2-3 ღერიც.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ცოტა დაიტოვეთ და თევზებს ზემოდანაც დაადეთ პატარა ნაჭრები. დააწყვეთ თევზები ფორმაზე და შედეთ ღუმელში 15-16 წთ-ის მანძილზე.

მეორე ლიმონი გაჭერით ოთხად, სიგრძეზე და თითოეული ნაჭერი მიართვით თითო კალმახთან ერთად.