გაყინული მაწონი მაყვალთან ერთად
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბაზარში შევნიშნე მსვილი შავი მაყვალი და არ შემეძლო გულგრილად ამეარა გვერდი. იმის გამო, რომ ზაფხულში განებივრებული ვართ ხილის ნაირსახეობით, ხშირად ხილი გვიფუჭდება სახლში. ამ არომატულ მაყვალს ვერაფრით ვერ გავაფუჭებდი და ამიტომ, გადავწყვიტე მომემზადებინა შედარებით მსუბუქი დესერტი.

ბლენდერში კარგად აურიეთ მაწონი, მაყვალი, შაქარი და ვანილი. შაქარი თანდათან ჩაამატეთ, რომ თქვენი გემოვნების მიხედვით აკონტროლოთ სიტკბო. მე პირადად, ძალიან მომწონს, როდესაც ამ დესერტს ოდნავ მომჟაო გემო დაკრავს. მაყვალიც საკმაოდ ტკბილი იყო, ამიტომ 3 კოვზზე მეტი არ გამომიყენებია. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, ფანტასტიურ ფერს მიიღებს. გადაიტანეთ კონტეინერში და დაამატეთ მსხვილად დაჭრილი შავი შოკოლადის ნატეხები. კარგად მოურიეთ და შედგით საყინულეში. თუ ნაყინის გასაკეთებელი აპარატი გაქვთ, დესერტი უფრო ჰაეროვანი გამოვა, თუმცა საყინულეშიც არ გამოდის ურიგო. პერიოდულად გამოიღეთ დესერტი და მოურიეთ კოვზით, რომ მასა მთლიანად არ გაიყინოს, არამედ ნაყინის სტრუქტურა შეინარჩუნოს.

სანამ მიართმევთ, კონტეინერი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ შეძლოთ დესერტის ამოღება. დესერტი მორთეთ პიტნის ფოთლებით, ცოცხალი მაყვლით და ნუშით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli