გასპაჩო - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გასპაჩო არის ცოცხალი ბოსტნეულის წვნიანი, რომელიც ძალიან გემრიელია და ზაფხულის ცხელ ამინდებს უხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი კერძია, გასპაჩოს ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. დღეს გაგიზიარებთ მარტივ რეცეპტს, რასაც ბევრი ინგრედინეტი არ ჭირდება.

აარჩიეთ მწიფე პამიდორი. გააცალეთ კანი და დაჭერით. ასევე, ბულგარული წიწაკის ნახევარი დაჭერით (რა თქმა უნდა, თესლების გარეშე), მეორე ნახევარი შენიახეთ მოასართავად. დაჭერით 1 ც. მწვანე ხახვი და ნიორი. კიტრი გათალეთ, ამოაჭერით რბილი შიგთავსი, და მხოლოდ მაგარი ნაწილი დაჭერით. ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ბალზამიკოს ძმარი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. ისევ კარგად მოურიეთ.

შედგით მაცივარში. წვნიანი სწორედ მაცივარში მზადდება. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ (მაგ. 2 საათით), მით უფრო კარგად გაუჯდება ყველა ინგრედიენტის გემო.

კრუტონების მოსამზადებლად, გაჭერით ნიორი და წაუსვით პურის ნაჭრებს ყველა მხრიდან. შემდეგ დაჭერით პური პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად და ტაფაზე გახუხეთ. პერიოდულად, შეარხიეთ ტაფა და ისე გადააბრუნეთ ნაჭრები. კარგად რომ გაიხუხება პური, შემდეგ მოასხით ზემოდან ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორიც დადეთ ტაფაზე და “შეწვით” პურის ნაჭრები რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ცეცხლიდან.

გასპაჩო ამოიღეთ თეფშზე, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი მწვანე ხახვი და კრუტონები. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანის ან ბაზილიკის ფოთლებიც.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli