გაზაფხულის სალათი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კარგად გარეცხეთ ბოსტნეული.

რუკოლას და სალათის ფურცლები დაჭერით  (შეგიძლიათ უბრალოდ შუაზე გადაჭრათ), დაამატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი პამიდორი და კითრი, ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილი ყველი დაჭრილი მწვანე ხახვი. დაამატეთ ტარხუნას და რეჰანის ფოთლები (დაუჭრელი). მოასხით ციტრუსის ზეთი, ან თუ არ გაქვთ, ნებისმიერი, მცენარეული ზეთი და სულ ცოტა ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ. შემდეგ შეგიძლიათ შეურიოთ 1/4 - 1/2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი და კარგად მოურიოთ (ამ შემთხვევაში მე ხელით ვურევ, რომ დიჟონის მარცვლები კარგად განაწილდეს).

მოაყარეთ ორეგანო, ცოტა პილიპილი და მარილი. სურვილის შემთხვევაში მოასხით ძალიან ცოტა ბალზამიკო.