ისპანახის კრემ-სუპი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ზეითუნის ზეთში ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი - 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი ისპანახის ფოთლები და კარგად მოურიეთ. 2 - 3 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და ჩაშუშეთ დამატებით 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ქათმის ნახარში, კარგად მოურიეთ და დატოვეთ ტაფა ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, წვნიანი გადაიტანეთ ბლენდერში/კომბაინში, დაამატეთ მარილი და პილპილი და დააბლენდერეთ.

თეფშზე როდესაც ამოიღებთ, დაამატეთ 1 ს.კ. ნაღები და 1 ს.კ. გახეხილი ყველი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli