კანელონი - გემრიელი რეცეპტები
 

კერძის რეცეპტი გათვლილია 4 ადამიანზე

 

დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე. ოდნავ რომ გახურდება დაასხით ზეითუნის ზეთი. კარგად რომ გახურდება დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ. სანამ ბოლომდე ჩაიშუშება, დაამატეთ დაჭრილი  ბულგარული წიწაკა, დაჭრილი სოსისი და სტაფილო. კარგად რომ ჩაიშუშება, დაამატეთ ხორცის ფარში და ხის კოვზით ჯერ კარგად აურიეთ, რომ ბოსტნეული თანაბრად განაწილდეს, ხოლო შემდეგ ხის კოვზით დაანაწევრეთ ხორცი, რადგან კოშტები არ გაკეთდეს. დაამატეთ ნიორი. კარგად რომ ჩაიშუშება დაამატეთ ღვინო, კარგად მოურიეთ და ცეცხლს ცოტა ჩაუწიეთ. ღვინო რომ აორთქლდება (თუმცა ტაფაზე წვენი უნდა დაგრჩეთ), დაამატეთ ტომატის პასტა და კარგად მოურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს (ხორცი ოდნავ შეიფერება წითლად). ქილის პამიდორში გაურიეთ შაქარი და ისე მოასხით ხორცის მასას, დაამატეთ ორეგანო, პროვანსის ბალახები, მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. გააჩერეთ ცეცხლზე და ცოტა რომ “წამოდუღდება” გამორთეთ და გააჩერეთ ტაფაზე.

ჩართეთ ღუმელი და გააცხელეთ 200 გრადუსამდე. მანამდე მოამზადეთ რძის მასა და გამოტენეთ კანელონის ფორმები:

ცალკე ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ კარაქი და ცოტა მარილი და დადგით ნელ ცეცხლზე. კარაქი ბოლომდე რომ გაიხსნება, დაამატეთ ფქვილი და კარგად მოიურიეთ, რომ კოშტები არ გაკეთდეს.

კანელონის მზა ფორმები გამოტენეთ ხორცის ფარშის მასით - შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზი, თუმცა თავად ხელით უფრო ადვილად და სწრაფად ვტენი ფორმებს.

თიხის ან ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოუსვით ცოტა კარაქი, მოასხით 2 - 3 ს.კ. რძის მასა. შემდეგ, ერთმანეთზე მიჯრით ჩააწყვეთ კანელონის გამოტენილი მილები. ზემოდან მოასხით რძის მასა ისე, რომ მილებზეც გაჩერდეს და გვერდებზეც ჩაიღვაროს.

ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი - ყველი რაც უფრო მეტია, მით უკეთესია.

შედეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის მანძილზე. ყველი კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააჩერეთ  5-7 წუთი, სანამ სუფრაზე მიიტანთ.

 

მომზადება