კარტოფილის კალათები
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე

გათალეთ და კარგად გარეცხეთ კარტოფილი. შემდეგ, უმი კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაამატეთ მსხვილად გახეხილი პარმეზანის ყველი, კვერცხი, დაჭრილი შაშხი, მარილი, პილპილი და კარგად მოზილეთ. შემდეგ თანდათან დაამატეთ პურის ფქვილი ისე, რომ ძალიან მშრალიც არ გამოვიდეს მასა და არც ისე თხელი რომ ვერ გამოცხვეს.

ჭიქის ნამცხვრის საცხობ მყარ ფორმაში კარგად წაუსვით ზეთი, ასევე კარგად წაუსვით ზეთი ზედაპირზეც, რომ გადმოსული მასა არ მიეკროს ფორმას. აიღეთ კარტოფილის მასიდან პატარა გუნდა და ჩადეთ ფორმაში ისე, რომ შეავსოს ფორმის 2/3 ნაწილი. შემდეგ შუაში ხელით დააწექით, ისე, რომ მისცეთ კალათის ფორმა -ხელით შეალამაზეთ და შედგით ღუმელში 28-30 წუთით.

როდესაც კარგად მოიბრაწება კალათის ზედაპირი, შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან- გაითვალისწინეთ, რომ კალათები უფრო ადრე დაიწყებს დაბრაწვას და ადრე არ გამოიღოთ ღუმელიდან, თორემ ფორმიდან ამოღების დროს დაგეშლებათ კალათა.

ოდნავ რომ გაგრილდება ფორმა და შეძლებთ ხელით შეეხოთ, ამოიღეთ კალათები. თუ ფორმას მაინც მიეკრო კალათა, ფრთხილად გამოიყენეთ სადილის დანა და კალათის გარშემო შემოატარეთ. თუ კალათის ძირი ცხობის დროს ძალიან ამოიწია, შეგიძლიათ კოვზით ამოიღოთ ზედმეტი მასა.

პატარა ნაჭრებად დაჭერით პამიდორი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და ამის შემდეგ მორთეთ კარტოფილის კალათები.

კალათები სუფრასთან მიართვით თბილი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli