ქათამი ფლორენტინი - ფრანგული სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჩაყარეთ ბრინჯი ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით საშუალო ცეცხლზე - დაახლ. 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამორთეთ და გააჩერეთ ქვაბში.

ამასობაში გაამზადეთ ქათმის მკერდის ფილე (კანის გარეშე). ორივე მხრიდან მოაყარეთ პროვანსის ბალახები, მარილი და პილპილი. თუ მკერდის ნაწილი (კისრისკენ) სქელია, მაშინ გაჭერით და გაშალეთ, რომ მთლიანი ნაჭერი მეტნაკლებად ერთი სისქის იყოს. გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, დადეთ კარაქი. კარაქი რომ გადნება, ხორცის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში და დააწყვეთ ტაფაზე. დაახურეთ თავსახური და ხორცს არ შეეხოთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეც 3 წუთის განმავლობაში დაბრაწეთ თავდახურულ ტაფაზე. გადმოიღეთ ხორცის ნაჭრები თეფშზე, გადააკარით ფოლგა და დადგით.

ამასობაში, საფუძვლიანად გარეცხეთ ისპანახი. შემდეგ, დიდ ნაჭრებად დაჭერით და ჩაყარეთ ჯამში. დაასხით ცხელი, ადუღებული წყალი და გააჩერეთ - 5-7 წუთი. ამასობაში, იგივე ტაფა, რაზეც ქათამი შეწვით, დადგით ნელ ცეცხლზე (არ გარეცხოთ). დადეთ კარაქი და მოშუშეთ დაჭრილი/დაჭყლეტილი ნიორი დაახლ. 30-40 წამი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ჩაშუშეთ დავდახურულ ტაფაზე 3-4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ღვინო, კარგად მოურიეთ და დაახურეთ თავსახური. როდესაც ღვინო წამოდუღდება, ხახვს დაამატეთ ისპანახი: ჯამიდან გადაწურეთ წყალი და ისე დააწყვეთ ისპანახი ტაფაზე. კარგად მოურიეთ და ჩაშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. თუ ღვინო კიდევ ბევრი დარჩა, მაშინ მოხადეთ თავსახური და ისე განაგრძეთ ჩაშუშვა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული რაოდენობის წვენი უნდა დარჩეს ტაფაზე. შემდეგ, დაამატეთ ნაღები და გახეხილი პარმეზანი (ცოტა პარმეზანი მოიტოვეთ მოსართავად). გააგრძელეთ ჩაშუშვა კიდევ 4 წუთის განმავლობაში და შემდეგ გამორთეთ.

გადაწურეთ ბრინჯი საწურზე.

სუფრასთან მირთმევა:

თეფშის კიდეში დადეთ ბრინჯი. ორიგინალურობისთვის, შეგიძლიათ ბრინჯს მისცეთ ფორმა, მაგალითად ბრინჯი ჩადეთ ფინჯანში და შემდეგ ამოაბრუნეთ, რამდენჯერმე დაარტყით მსუბუქად ფინჯანს ზემოდან და ოდნავ შეარხიეთ, თუ საჭირო იქნება.

ქათმის ფილეს შემოაცალეთ ფოლგა და დადეთ თეფშის მეორე კიდეში. ქათმის ნაჭერი ამ დროისთვის იქნება ძალიან ნაზი და რბილი. ზემოდან დაადეთ ისპანახის მასა, ხოლო ისპანახის ზემოდან მორთეთ მორჩენილი, გახეხილი პარმეზანის ყველით.

კერძი შეგიძლიათ მიართვათ თერთ, მშრალ ღვინოსთან ერთად.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli