ღუმელში გამომცხვარი ქათამი ტარხუნით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჯერ მოვამზადოთ ქათმის მარინადი. ქათმის ნაჭრებს გააცალეთ კანი (შეგიძლიათ კანი დაუტოვოთ და ღუმელში დაბრაწოთ, თუმცა გირჩევთ რომ კანი არ მიირთვათ, რადგან ქათმის ცხიმი დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა). ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები ჯამში. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ნიორის ფხვნილი ან დაჭრილი ნიორი, ბაზილიკი და ხმელი ტარხუნა, მოასხით ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ხელით კარგად მოურიეთ, რომ ყველა ნაჭერზე თანაბრად გადანაწილდეს ყველა ინგრედიენტი. ასევე, თუ კანს არ აცლით ქათამს, მაშინ, შეძლებისდაგვარად, სუნელებიანი მასა კანის ქვეშაც მოახვედრეთ. ჯამს გადააკარით ცელოფანი და მაცივარში შედგით მინიმუმ 30 წუთით. მიუხედავად იმისა, რომ მარინადს ბაზილიკიც აქვს, მთავარი გემო მაინც ტარხუნის რჩება, რაც ძალიან არომატულს ხდის ქათმის ხორცს.

გაახურეთ ღუმელი 210C-მდე

დაჭერით გათლილი კარტოფილი შედარებით მსხვილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, ნიორის ფხვნილი, როზმარინი ან პროვანსის ბალახები (არ მოაყაროთ ორივე ერთად, რადგან ამ შემთხვევაში როზმარინის გემო ჭარბად ექნება)

ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოათავსეთ დამარინადებული ქათმის ნაჭრები და დაჭრილი კარტოფილი. ზემოდან მოასხით ზეითუნის ზეთი, 5-6 ს.კ., განსაკუთრებით კარტოფილის მხარეს. შედგით ღუმელში 35-40 წუთით. როდესაც კარტოფილი დაბრაწვას დაიწყებს, კერძი მზად არის.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ტარხუნით