ქათმის ღვეზელი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით ქათამი, სტაფილო და ჩაყარეთ ქვაბში. დაამატეთ მუხუდო. დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ 15-20 წუთის მანძილზე. გადმოდგით ცეცხლიდან ქვაბი - გადაწურეთ, ნახარში შეინახეთ, არ გადაღვაროთ. ხორცის მასა ცალკე შეინახეთ. იგივე ქვაბი (ცარიელი) დადგით საშუალო ცეცხლზე, ჩააგდეთ კარაქი და მოშუშეთ ხახვი. დაამატეთ ხმელი ქინძი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ხორცის მასა, რაც ცალკე შეინახეთ (ქათმის ხორცი, სტაფილო და მუხუდო) და კარგად ჩაშუშეთ. დაამატეთ ნახარში, რაც ასევე ცალკე შეინახეთ. ნახარში იმდენი უნდა დაამატოთ, რომ ოდნავ წვნიანი გახდეს მასა (იხ. სურათი). რომ წამოდუღდება, დაამატეთ ფქვილი, რომ მასა კარგად შეიკრას.

ჩართეთ ღუმელი და გააცხელეთ 200 - 210 გრადუსამდე.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩააფინეთ გაბრტყელებული ფენოვანი ცომი, დაამატეთ ქათმის ხორცის მასა. ზემოდანაც დააფარეთ ფენოვანი ცომი. ჭურჭლის გარშემო შეგიძლიათ ჩანგლით დატკეპნოთ. ასევე შუაგულში, რამდენიმე ადგილზე, ჩანგალი ჩაარჭვეთ, რომ ცხობის დროს ჰაერმა იმოძრაოს.

ღვეზელი შედეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 20 - 25 წუთის მანძილზე. როდესაც ცომი დაიბრაწება, თქვენი ღვეზელი მზადაა.