ქათმის ნაგეტსი
გემრიელი რეცეპტები
 

ქათმის ფილე - 500 გრ.

2 კვერცხის გული

პურის ფქვილი

საფანელი

მარილი

პილპილი

ბაზილიკი (არ არის აუცილებელი)

თხელი, რაფინირებული ზეთი

 

ქათმის ფილეს გააცალეთ კანი, ზედმეტი ქონი და ნებისმიერი ძვლოვანი/ხრტილოვანი ნაწილი. დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ ბაზილიკიც, თუმცა მის გარეშე ვფიქრობ უფრო გემრიელია. შავი პილპილი შეგიძლიათ უფრო მეტი დაამატოთ, ვიდრე ჩვეულებრივ იყენებთ კერძებში, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან უხდება კერძს. დააქუცმაცეთ “ბლენდერის” ან “ჩოპერის” გამოყენებით.  მიიღებთ ისეთ მასას, როგორიც მარცხნივ სურათზეა წარმოდგენილი


ხორცის მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ პურის ფქვილში. გათქვიფეთ ორი კვერცხის გული და დაამატეთ ცოტა პილიპილი და მარილი. ამოავლეთ ფქვიალიანი ბურთულები ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში.


შედარებით ღრმა ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და ოდნავ რომ გახურდება დაასხით თხელი, რაფინირებული ზეთი. თუ გამოიყენებთ სქელ, არა-რაფინირებულ ზეთს, ამ შემთხვევაში კერძი ბევრ ზეთს შეიწოვს და ზეთის გემო ექნება. როდესაც გახურდება ტაფა, თითით გააბრტყელეთ ბურთულები, მიეცით სასურველი ფორმა და დადეთ ტაფაზე. საშუალოდ 5-6 წუთი არის საჭიროქათმის შესაწვავად - 2-3 წუთი ერთ მხარეს და ანალოგიურად, მეორე მხარესაც 2-3 წუთი.


ტაფიდან სასურველია ქათმის ნაჭრები ამოიღოთ სამზარეულოს ქაღალდის რამდენიმე ფენაზე ზედმეტი ცხიმის მოშორების მიზნით. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ კეტჩუპთან ან ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად.

 

მომზადება