ქათმის შნიცელი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაასუფთავეთ ქათმის ფილე. თუ კისრის მხარეს ნაჭერი უფრო მსხვილია, დანით მოაჭერით ნაჭერი ისე, რომ წიგნივით გადაიშალოს. მოაყარეთ მარილი და მსხვილად დაფქული პილპილი (პილპილი ჩვეულებრივზე მეტი შეგიძლიათ დაამატოთ, ძალიან უხდება).

სამზარეულო ჩაქუჩით დაბეგვეთ ფილეს ნაჭერი, სანამ ძალიან არ გათხელდება (შეწვის დროს ოდნავ გასქელდება, ამიტომ, სასურველია რაც შეიძლება თხელი იყოს ქათმის ნაჭერი შეწვამდე).

გაახურეთ ტაფა და მოასხით ზეთი ისე, რომ დაფაროს ტაფის 0.3-0.5 სმ სიმაღლე. მნიშვნელოვანია, რომ ზეთი იყოს რაფინირებული და თხელი.

ამოავლეთ ფილე ფქვილში, შემდეგ გათქვიფეთ კვერცხი და ფქვილიანი ფილე ამოავლეთ კვერცხში. შემდეგ ამოავლეთ საფანელში ორივე მხრიდან (საფანელშიც აურიეთ ცოტა მარილი) და დადეთ ტაფაზე. ერთ მხარეს შეწვით საშუალოდ 1 წუთით, მეორე მხარეზეც, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გადმოიღეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცზე, დაელოდეთ, სანამ ქაღალდი ცხიმს შეიწოვს და შემდეგ მიართვით სუფრასთან ლიმონის ნაჭერთან ერთად.

მოასხით ლიმონის წვენი და მიირთვით.

თუ არ გაქვთ საფანელი, მაშინ აიღეთ ტოსტის პურის 5-6 ნაჭერი, ღუმელში, 200 გრადუსზე გახუხეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრილეთ, დატეხეთ ნაჭრები და კომბაინით დააქუცმაცეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli