ქათმის სუპი ისპანახით - ტაილანდური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ქათმის ნაჭრებს გააცალეთ კანი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე, თავდახურულ ქვაბში.

შემდეგ, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ისპანახი, წვრილად დაჭრილი სტაფილო და ნიორი და საშუალო ნაჭრებად დაჭრილი მწვანე ხახვი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ სოკოს ნარევი (თუ კონსერვს იყენებთ, გადაწურეთ სოკო აუცილებლად, თუ ცოცხალ ქამა სოკოს, მაშინ პირდაპირ ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი სოკოს ნაჭრები). ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2 წუთი და დაამატეთ ბრინჯის მაკარონი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ თევზის სოუსი - 2 ს.კ. - გაუსინჯეთ გემო, შეგიძლიათ 1 ს.კ. კიდევ დაამატოთ. მარილი შესაძლოა არ დაგჭირდეთ, რადგან თევზის სოუსი ოდნავ მარილიანია. თუ ცხარე გიყვართ, შეგიძლიათ დაამატოთ ჩილი წიწაკა, 1 ნაჭერი.

გადმოდგით ცეცხლიდან, ქვაბში გააჩერეთ კიდევ 5 წუთი რომ კარგად გაუჭდეს გემო და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli