ქაცვის ჩაი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ქაცვი ძალზედ სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, ანტი-ოქსიდანტებს და ორგანიზმისთვის სასარგებლო მჟავებს. ხშირად გაციების საწინააღმდეგო საშუალებადაც იყენებენ.

ასევე ამზადებენ ჩაის, ქაცვის ფოთლებისგანაც, თუმცა დღეს განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ჭიქაში ჩაასხით ცხელი, ადუღებული წყალი, დაამატეთ თაფლი და ლიმონი, კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ქაცვი, 1 ჩაის კოვზზე რაც დაეტევა. ჯერ კარგად მოურიეთ, შემდეგ კოვზითვე ჩაჭყლიტეთ ქაცვი.

ჩაის აქვს სასიამოვნო, ტკბილ-მჟავე გემო.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ქაცვის ჩაი