ხაჭოს ნამცხვარი ფორთოხლით - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180C-მდე

ჯამში ერთად აურიეთ ფწვილი, საფუარი და მარილი.

ცალკე ჯამში ერთად გათქვიფეთ კარაქი და ხაჭო. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილიანი ხაჭო, რომელიც უფრო კრემოვანია და ნამცხვარიც უფრო ჰაეროვანი გამოდის. დაამატეთ შაქარი და მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ 3-4 წუთის განმავლობაში. თანდათან დაამატეთ თითო-თითო კვერცხი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და კონიაკი. შემდეგ თანდათან დაამატეთ ფქვილის მასაც.

საცხობ ფორმას შიგნიდან წაუსვით კარაქი ყველა გვერდზე. ჩაასხით ცომი ფორმაში და შედგით ღუმელში 45-47 წუთით. როდესაც ასანთის ღერს ჩაარჭობთ ნამცხვარში და ასანთის ღერი მშრალი ამოვა, ე.ი. ნამცხვარი მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ ღუმელის კარი არ გააღოთ პირველი 30 წუთის განმავლობაში მაინც.

როდესაც ნამცხვარს გადმოიღებთ, გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან.

თუ ნამცხვარს გააჩერებთ მინიმუმ 8 საათით, არომატი კიდევ უფრო კარგად გაუჭდება.

ნამცხვარი იმდენად ნაზია, რომ არ ჭირდება დამატებით კრემი, თუმცა შეგიძლიათ ხილთან ერთად მიირთვათ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli