ხბოს ხორცი ბარბექიუს სოუსით - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაასუფთავეთ ხბოს ანტრეკოტის ნაჭრები, მოაშორეთ ზედმეტი ძარღვები და დარწმუნდით, რომ ძვლის პატარა ნაწილებიც არსად არ დარჩა.

გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე.

დააწყვეთ ხორცის ნაჭრები ფოლგაზე, მოაყარეთ მსხვილად დაფქული პილპილი და ასევე მარილი. შეახვიეთ რამდენიმე ფენა ფოლგაში, ისე, რომ შემდეგ ხორცის წვენი გარეთ არ გადმოიღვაროს. შედგით ხორცი ღუმელში და გააჩერეთ 1 საათი და 40 წუთი. შემდეგ ფოლგა გადახსენით ზემოდან ფრთხილად, რომ გვერდებზე წვენი არ ჩამოიღვაროს. სამზარეულოს ფუნჯით წაუსვით ბარბექიუს სოუსი და ისევ შედგით ღუმელში. ფოლგა ისევ გახსნილი დატოვეთ. აუწიეთ ტემპერატურას 210 C-მდე და ხორცი გააჩერეთ ღუმელში კიდევ 15 წუთი. პერიოდულად, კოვზით ზემოდან მოასხით ფოლგაზე დაწრეტილი ხორცის წვენის და ბარბექიუს სოუსის ნარევი.

სუფრასთან მიართვით შემწვარ კარტოფილთან ერთად. კართოფილს რომ გათლით და დაჭრით, მარილთან ერთად მოაყარეთ როზმარინიც (4-5 მოზრდილი ზომის კართოფილზე გამოიყენეთ დაახლოებით 1 ჩ.კ. როზმარინი) და ისე შეწვით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli