ხის სოკო - კალმახა
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ზოგადად, ძალიან მიყვარს სოკო, თუმცა ხის სოკო აქამდე არასდროს გამიკეთებია. გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელიც მამაჩემმა მასწავლა და უგემრიელესია.

გარეცხეთ ხის სოკო და დაჭერით სიგრძეზე წვრილად. ჩაყარეთ ქვაბში და დაამატეთ წყალი ისე, რომ ოდნავ ფარავდეს სოკოს. დაამატეთ კარაქი და დადგით დაბალ ცეცხლზე 40 - 60 წუთის მანძილზე. პერიოდულად მოურიეთ.

ამ ხნის განმავლობაში თუ წყალი არ დაშრა, შეგიძლიათ ქვაბს სახურავი მოხადოთ, ცეცხლს ოდნავ აუწიოთ და პერიოდულად მოურიოთ ხის სოკოს.

როდესაც წყალი დაშრება, შესაძლებელია უკვე სოკოს შეწვა. ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი. კოვზით ამოიღეთ ხის სოკო ქვაბიდან, ის, რომ წვენი ქვაბში დარჩეს და ჩაშუშეთ ხახვთან ერთად. მოაყარეთ მარილი და პილპილი. სოკო კარგად რომ დაიბრაწება, უკვე მზად არის.