ხოხობის ჩახოხბილი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით ხოხობი ნაჭრებად. ზოგადად არ არის რეკომენდებული ფრინველის კანის მიღება, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაშოროთ კანი, ან შეგიძლიათ კანიანად ჩაშუშოთ. საშუალო ცეცხლზე დადგით ქვაბი და გაახურეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ხოხობის ნაჭრები 3-4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა (უკანასკნელი არ არის სავალდებულო) და ჩაშუშეთ კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში. პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ პამიდორი. თუ ცოცხალ პამიდორს ამატებთ, მაშინ პამიდორს კანი გააცალეთ, დაჭერით და ისე დაამატეთ. თუ ქილის პამიდორს ამატებთ, კანგაცლილი, თავისივე წვენით, მთლიანად დაამატეთ. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მდუღარე წყალი იმდენი, რომ დაფაროს მასა. გააჩერეთ ცეცხლზე საშუალოდ 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი პილპილი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბში გააჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ მიართვით სუფრაზე.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli