კიტრის ცივი წვნიანი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კიტრის ცივი წვნიანი განსაკუთრებით უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს.წვნიანი საკმაოდ მსუბუქია და ამავე დროს ნოყიერიც. თუ ნაკლებად კალორიული წვნიანის მომზადება გსურთ, შეგიძლიათ არ დაამატოთ არაჟანი.

გათალეთ კიტრი, ამოაჭერით რბილი შიგთავსი და გამოიყენეთ მხოლოდ მაგარი ნაწილი. ბლენდერში მოათავსეთ მაწონი, მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, დაჭრილი მწვანე ხახვი (გამოიყენეთ მხოლოდ მწვანე ნაწილი), დაჭრილი ნიორი, დაჭრილი მწვანილები, მოასხით ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, დაამატეთ ლიმონის ცედრაც, პილპილი და მარილი გემოვნებით. დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ შეურიეთ არაჟანი, კოვზით კარგად მოურიეთ და კერძი შედგით მაცივარში თავდახურული კონტეინერით. მაცივარში გააჩერეთ 1.5 - 2 საათით.

სუფრასთან მირთმევამდე, წვნიანს მოაყარეთ ცოტა ორეგანო და მორთეთ დაჭრილი პიტნით და მწვანე ხახვით.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli