კოქტეილი “ვიტამინი C” ქაცვით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კოქტეილი “ვიტამინი C” მდიდარია, როგორც უკვე მიხვდებოდით ც ვიტამინით. მასში ასევე დიდი რაოდენობით არის უჯრედისი, ანტიოქსიდანტები და თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გაციების საწინააღმდეგო საშუალება.

ქაცვი ძალიან მდიდარია C ვიტამინით და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა მისი მჟავე გემოს გამო, რთულია მისი ჭამა დატკბობის გარეშე. თუ არ გსურთ ზედმეტი რაოდენობით შაქრის მიღება, მაშინ ეს კოქტეილი სწორედ თქვენთვისაა.

ჩაყარეთ ბლენდერში დაჭრილი ფორთოხალი (კანის გარეშე), ბანანი და მოაყარეთ ქაცვი. დააბლენდერეთ რამდენიმე წამის განმავლობაში. მიიღებთ სქელ მასას. დაამატეთ რძე ან წყალი იმ მოცულობით, სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ სისქეს.

მიირთვით საუზმეზე, მთელი დღის განმავლობაში შეგმატებთ ენერგიას.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

კოქტეილი “ვიტამინი C” ქაცვით