კროკ მონსიე - Croque Monsieur 
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180C - მდე.

ასევე, დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე.

პურის ნაჭერზე წაუსვით დიჟონის მდოგვი. ზემოდან დაადეთ ლორის 2 ნაჭერი. ზემოდან დააფარეთ კიდევ ერთი პურის ნაჭერი. პურის ნაჭრებს ზემოდან და ქვემოდან წაუსვით კარაქი და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, - ერთ მხარეს, საშუალოდ 1 წუთის განმავლობაში.

შემწვარი სენდვიჩი შედგით ღუმელში და ზემოდან დაადეთ გრუიერის ყველის ნაჭერი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი ყველიც) - გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 3 - 4 წუთი.

თქვენი ნოყიერი ფრანგული საუზმე მზად არის.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli