კროსტინი პესტო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კროსტინი და ბრუსკეტა ყველასათვის საყვარელი შესავალი კერძია. განსხვავება მათ შორის ძირითადად ზომებშია, ბრუსკეტა შედარებით დიდი ზომის ნაჭრებზე კეთდება, ხოლო კროსტინისთვის შედარებით პატარა ზომის პურები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად ბაგეტი.

კროსტინის მომზადება ძალიან მარტივია მორჩენილი კერძებით, მთავარია ფანტაზია.

დღეს შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მიართვათ სუფრასთან სადილამდე ან თუნდაც საუზმედ.

გაახურეთ ღუმელი 200C-მდე

პურის ნაჭრებს წაუსვით პესტოს სოუსი. ზემოდან მოაწყვეთ მოხარშული ენის ნაჭრები, დაჭრილი პამიდორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

შედგით გამზადებული ნაჭრები ღუმელში 5-7 წუთით. როგორც კი ყველი გადნება, შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ და მიართვით სუფრასთან.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

კროსტინი პესტო