კულინარიული კონკურსი - “ცხელი კერძი”
 

კულინარიული კონკურსი მოყვარულთათვის - ცხელი კერძი

მიიღეთ მონაწილეობა გემრიელი.ge-სა და წყალი “სნოს” ერთობლივ კულინარიულ კონკურსში, რომელიც მოყვარული მზარეულებისთვის არის გათვლილი.

წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ხარისხიანი წყალი კი კიდევ უფრო გემრიელი და სასარგებლო. სასმელი წყლის გარდა, მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ, თუ რა ხარისხის წყლით ვამზადებთ კერძებს, დესერტებს და სასმელებს. კულინარიაში ხარისხიანი წყლის გამოყენების დამკვიდრების მიზნით, წყალი “სნო” წარმოგიდგენთ კულინარიულ კონკურსს მოყვარული მზარეულებისთვის, თემით “ცხელი კერძი”

კონკურსის პირობები და წესები:

  1. 1.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გამოცდილების და ასაკის მიუხედავად.

  2. 2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა მოამზადოთ ცხელი კერძი, რაც განსხვავდება ქართული ტრადიციული კერძებისგან. გამონაკლის შემთხვევაში მიიღება ქართული ტრადიციული კერძიც, იმ პირობით, რომ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი კერძის ვიზუალური სახე და/ან მნიშვნელოვანი ცვლილება არის შეტანილი ორიგინალ რეცეპტში. თუ კერძის მოსამზადებლად გჭირდებათ წყალი, გირჩევთ გამოიყენოთ წყალი “სნო,” რადგან შეიცავს ბევრ მინერალს და აგემრიელებს ნებისმიერ კერძს თუ სასმელს.

  3. 3.გადაუღეთ სურათი თქვენს მიერ მომზადებულ კერძს ისე, რომ სურათში ასევე მოხვდეს წყალი “სნოს”  ნებისმიერი პროდუქცია. შეეცადეთ, რომ შექმნათ ორიგინალური კომპოზიცია. არ არის სავალდებულო, კერძს ქონდეს პროფესიონალი მზარეულის მიერ შექმნილი შედევრის სახე, არამედ, მთლიანად, კომპოზიცია უნდა იყოს საინტერესო.

  4. 4.თითოეულმა მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი/კომპოზიცია მისამართზე info@gemrieli.ge 2013 წლის 26 ივნისის 23:50-მდე. 27 ივნისს კი ყველა სურათი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, განთავსდება facebook.com/Gemrieli გვერდზე. სურათის გარდა, მონაწილემ ასევე უნდა გამოაგზავნოს კერძის რეცეპტი, სადაც მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია, კერძის და/ან კომპოზიციის სახელი, კერძში გამოყენებული ინგრედიენტები (ასევე უნდა მიუთითოთ ინგრედიენტების მოცულობა/წონა) და მომზადების წესი. ეს ყოველივე არ უნდა აღემატებოდეს 1 A4 ზომის გვერდს. ასევე, დაწერილი უნდა იყოს ქართული უნიკოდით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიმუში (receptis forma.doc)

  5. 5.მონაწილეს ასევე მოწონებული უნდა ქონდეს www.facebook.com/Gemrieli და www.facebook.com/WaterSNO 

  6. 6.სურათთან ერთად, კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა) და კერძის ან სურათის კომპოზიციის სახელი, როგორც სურს, რომ განთავსდეს ფეისბუკის გვერდზე.  მნიშვნელოვანია, რომ გამოაგზავნოთ სწორი ინფორმაცია, რადგან დაჯილდოება მოხდება პირადობის მოწმობის საფუძველზე. ფეისბუკის გვერდზე, თითოეულ სურათს დაერთვება კომპოზიციის სახელი და ავტორის სახელი და გვარი.

  7. 7.გამოსაგზავნი სურათები მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 1 მბ-ს და უნდა ქონდეს მინიმუმ რეზოლუცია: 950 X 650

  8. 8.კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას კონკურსიდან მოხსნან ნამუშევრები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი პლაგიატის შესახებ.

  9. 9.ფოტოების მიღება დაიწყება 2013 წლის 12 ივნისს და დასრულდება 2013 წლის 26 ივნისს, ღამის 23:50-ზე, თბილისის დროით. ფოტოები განთავსდება www.facebook.com/Gemrieli გვერდზე 2013 წლის 27 ივნისიდან და გამარჯვებული გამოვლინდება 1 კვირის ვადაში.

  10. 10.რეცეპტებს შეაფასებენ საქართველოს კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები. რეცეპტები შეფასდება ორი მთავარი კრიტერიუმით: 1) რამდენად გემრიელი და ორიგინალურია კერძი, რეცეპტის მიხედვით 2) რამდენად ორიგინალურად და საინტერესოდ არის წარმოდგენილი კერძი ფოტოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კერძის გაფორმებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სურათში კარგად უნდა ჩანდეს კერძი, ამიტომ შეეცადეთ ახლო ხედი გადაიღოთ.

  11. 11. გამოვლინდება ორი გამარჯვებული. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს კულინარიის აკადემიაში სამოყვარულო კურსზე დასწრების ერთი ვაუჩერი*. წყალი “სნო” პირველ ადგილზე გასულს, დამატებით გადასცემს ხილის ბლენდერს. ორივე გამარჯვებულს კომპანია გადასცემს წყალი “სნოს” პროდუქციის სასაჩუქრე ნაკრებს, მათ შორის წყლის დისპენსერს** ოთხი 19-ლიტრიანი ბოთლით, რათა გამარჯვებულებმა შეძლონ ხარისხიანი წყლის გამოყენება გემრიელი კერძების, დესერტების და სასმელების მომზადების დროს.



კონკურსის სპონსორი

პარტნიორი

*ვაუჩერი არის ფიქსირებული. ვაუჩერის მფლობელს შეუძლია აირჩიოს უფრო ძვირად ღირებული კურსი. ამ შემთხვევაში განსხვავება თავად უნდა დაფაროს. ნაკლებ ფასიანი კურსის აღების შემთხვევაში, ვაუჩერის მფლობელს განსხვავება არ აუნაზღაურდება.
**წყლის დისპენსერი წარმოადგენს კომპანია აქვა გეოს საკუთრებას და გამარჯვებულს გადაეცემა დროებით სარგებლობაში. კომპანია თითოეულ გამარჯვებულს გადასცემს წყლის 4 რეზერვუარს, ხოლო მათი ამოწურვის შემდეგ, გამარჯვებულმა თავად უნდა უზრუნველყოს ახალი რეზერვუარების შეძენა თუ სურს განაგრძოს წყლის დისპენსერით სარგებლობა. კომპანია აქვა გეო 2009 წელს დაფუძნდა, რომელიც “სნოს” სასმელ წყალს მუხრანის ველზე მოიპოვებს.