გამომცხვარი კურდღლის ხორცი ბოსტნეულით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჯამში ჩაასხით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ტიმიანი, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენიც. კურდღლის ხორცი დაჭერით ნაჭრებად და მოაყარეთ მარილი და პილპილი. შემდეგ ჩააწყვეთ ზეთის მასაში და კარგად ამოურიეთ, რომ ზეთი თანაბრად განაწილდეს. ჯამს გადააკარით ცელოფანი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

გაახურეთ ღუმელი 180C-მდე.

გაახურეთ ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე, მოსახით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და დაბრაწეთ კურდღელი თავდახურულ ტაფაზე, 3 წუთი ერთ მხარეს, 3 წუთი მეორე მხარეს. გადმოიღეთ კურდღელი ცალკე ჯამში. იგივე ტაფაზე, ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი, დაჭრილი ნიორი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა 3-4 წუთის განმავლობაში და შემდეგ ცეცხლს სულ ოდნავ ჩაუწიეთ. დაამატეთ ღვინო და ცეცხლს მოუმატეთ. კარგად მოურიეთ. ალკოჰოლის უმეტესი ნაწილი როდესაც აორთქლდება (დაახლ. 3 წუთში) დაამატეთ ტომატის პასტა და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, დაჭრილი ზეთისხილი, cumin (ან ძირა), ტიმიანი და ორეგანო და განაგრძეთ ჩაშუშვა კიდევ 3 წუთით. შემდეგ დაამატეთ გარეცხილი მოუხარშავი ოსპი და კარგად მოურიეთ. 2 წუთის შემდეგ დაასხით ბულიონი ან ადუღებული წყალი და ცეცხლს მოუმატეთ. კარგად მოურიეთ, საკმაოდ წვნიანი უნდა იყოს კერძი. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

კურდღლის ნაჭრები გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჯურჭელში და ზემოდან დაასხით ტაფაზე მომზადებული კერძი. ჭურჭელს გადააკარით ფოლგა და შედგით ღუმელში 40-50 წუთით. შემდეგ მოხადეთ ფოლგა და ისევ შედგით ღუმელში 20 წუთით.

კერძი შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli