ლიმონის ნამცხვარი (სამარხვო) - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200C-მდე

ჯამში ერთმანეთში კარგად აურიეთ ფქვილი, სოდა, შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა. ყველა ინგრედიენტი რომ თანაბრად გადანაწილდება, შემდეგ დაამატეთ ზეთი, 1 ლიმონისგან გამოწურული წვენი და წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

საცხობ ფორმას გვერდებზე წაუსვით მარგარინი ან ზეთი, ხოლო ძირში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ჩაასხით ცომი ფორმაში და შედგით გახურებულ ღუმელში 30 წუთით. როდესაც ზედა მხარე მოიბრაწება, ხოლო ასანთის ღერი მშრალი ამოვა ნამცხვრიდან, ე.ი. უკვე მზად არის.

გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან.

გაადნეთ შოკოლადი მდუღარე წყალზე, როგორც ეს სურათშია მოცემული მარცხნივ. თუ შოკოლადის სადნობი ფორმა არ გაქვთ, შეგიძლიათ წყლიან ქვაბზე დადგათ მეორე, უფრო პატარა ზომის ქვაბი ისე, რომ პატარა ქვაბის ძირი ეხებოდეს დიდ    ქვაბში ჩასხმულ მდუღარე წყალს (და არა დიდი ქვაბის ძირს). დიდი ქვაბი ისევ ცეცხლზე უნდა იდგას დნობის პროცესში. გაადნეთ ერთად შოკოლადი და მარგარინი. მთლიანად რომ გადნება, კარგად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს და ოდნავ შეაგრილეთ.

შეგრილებული მასა ზემოდან მოასხით უკვე გაგრილებულ ბისკვიტს და შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ ზედა მხარეს და ასევე გვერდებზეც.

ზემოდან სურვილისამებრ მორთეთ ლიმონის ცედრით, ან ნიგოზით ან ნუშის ფანტელებით.

სასურველია ნამცხვარი გააჩეროთ 8 საათი მაინც, რადგან უფრო არომატული ხდება გარკვეული დროის შემდეგ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli