ლობიოს ღვეზელი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

თეთრი ლობიო ჩაყარეთ ქვაბში, დაჭერით შაშხი და დაამატეთ მხოლოდ ნახევარი (დაახლ 30 გრ.), ხახვი გაჭერით ოთხად და ისიც დაამატეთ ლობიოს, დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ და თუ წყალი ძალიან დაიშრო, შეგიძლიათ დაამატოთ. მოხარშეთ ლობიო 2.5 საათის განმავლობაში.

ცალკე ჯამში კარგად აურიეთ შაქარი, შაქრის სიროფი, კეტჩუპი და მდოგვი. მუქი შაქრის სიროფი მიიღება გადაუმუშავებელი შაქრისგან; ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურძნის კონცეტრირებული ბადაგი (grape molasses). ამოიღეთ ხახვი და ნარევი ისე დაამატეთ ლობიოს. განაგრძეთ ხარშვა კიდევ ნახევარი საათი, დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ.

ბოლოს დაამატეთ შაშხის დარჩენილი ნაჭრებიც და კარგად მოურიეთ. მარილი და პილპილი დაამატეთ გემოვნებით.

გაახურეთ ღუმელი 200C-მდე.

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით კვადრატის ფორმებად. ცომი ჩააფინეთ მრგვალ, არც თუ ისე ღრმა ფორმაში, ზემოდან დაადეთ ლობიო და გამოაცხვეთ ღუმელში 25 - 30 წუთის განმავლობაში. როდესაც ცომი დაიბრაწება, ღვეზელი მზად არის.

ამგვარად მომზადებულ ლობიოს ხშირად მიირთმევენ საუზმეზეც, ან ჰოთ-დოგთან ერთად. ჩვენ კი ბარბარობის აღსაღნიშნავად ორიგინალური ღვეზელები მოვიფიქრეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli