მარციპანი შოკოლადით - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ნუში ჩაყარეთ ჯამში და დაასხით მდუღარე წყალი. წყალი რომ გაგრილდება, ნუშს შემოაცალეთ კანი- თითებს შორის მოაქციეთ ისე, თითქოს გაჭყლეტას აპირებთ და კანიც ადვილად გაძვრება.

კანგაცლილი ნუში ჩაყარეთ კომბაინში/ჩოპერში დააქუცმაცეთ მაქსიმალურად. შემდეგ დაამატეთ შაქრის პუდრი - ჯერ კოვზით აურიეთ და შემდეგ კომბაინის მეშვეობით. არ შეგეშინდეთ, თუ მშრალი მასა გამოვა. დაამატეთ ნუშის ესენციის რამდენიმე წვეთი და ისევ აურიეთ კომბაინის მეშვეობით - ეხლა კი მიიღებთ რბილ, ნამიან მასას.

ხელით გააკეთეთ ბურთის ფორმები, ან სხვა თქვენთვის სასურველი ფორმა (მაგალითად აგურის ფორმა :)) და დააწყვეთ კალკაზე ან საცხობ ქაღალდზე.

გაადნეთ შოკოლადი. ამისთვის საჭიროა ქვაბში ჩაასხათ წყალი და აადუღოთ. შემდეგ შოკოლადის სადნობი დადეთ ქვაბზე, ისე, რომ მისი ძირი ეხებოდეს ქვაბში ადუღებულ წყალს. თუ არ გაქვთ შოკოლადის სადნობი, შეგიძლიათ გამოიუენოთ მეორე, უფრო პატარა ქვაბი. დაყარეთ შოკოლადის ფილები და დროთა განმავლობაში მოურიეთ კოვზით.

გამდნარი შოკოლადი მოასხით თითოეულ ბურთულას (კოვზის მეშვეობით გვერდებიც შემოულესეთ) და შემდეგ ბურთები შეაწყვეთ მაცივარში. გააჩერეთ მინიმუმ 5 საათი (უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ).