მარწყვის ნაყინი
გემრიელი რეცეპტები
 

რეცეპტი გათვლილია 2 ადამიანზე

 

ნაყინი მომზადებულია იმ რეცეპტის მიხედვით, რაც მოყვება Kenwood ნაყინის აპარატს, თუმცაღა შაქარი აპარატის ინსტრუქციის მიხედვით საჭიროა 75 გრ. და ჩვენ გამოვიყენეთ 50 გრ. - ვფიქრობ სრულიად საკმარისია.


მარწყვი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ. დაამატეთ 1/2 ლიმონისგან გამოწურული წვენი, შაქარი და კიდევ კარგად მოურიეთ. ბოლოს დაამატეთ ნაღები და ნელი სიჩქარით მოურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება მასა.

ნაყინის აპარატის “კანისტრა” სასურველია 24 საათით ადრე მოათავსოთ საყინულეში.

ჩართეთ ნაყინის აპარატი და ნაყინის მასა ჩაასხით, როდესაც აპარატის მოსარევი ტრიალებს. დაახლოებით 15 წუთში მასა უფრო გასქელდება, ხოლო მომდევნო 10 - 15 წუთის შემდეგ უკვე მზად არის ნაყინი. შეგიძლიათ მორთოთ პიტნის ფოთლებით (რომელიც გემოთიც ძალიან მოუხდა ნაყინს) და მოაყაროთ შოკოლადი.

 

მომზადება