მეცხვარის ღვეზელი - Shepherd’s Pie
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და კარაქში ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ გატარებული ხორცი (ტრადიციული რეცეპტით გათვალისწინებულია ბატკნის ხორცი, თუმცა ასევე იყენებენ საქონლის ხორცსაც) და ხის კოვზით კარგად დაანაწევრეთ, რომ კოშტები არ გაკეთდეს. ჩაშუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო და დაფნის ფოთოლი და ჩაშუშეთ კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ტომატის პასტა და 1 წუთის შემდეგ ფქვილი და კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ ხორცის ნახარში, ან უბრალოდ, ადუღებული წყალი და ვორსესტერის სოუსი, პილპილი და მარილი. კარგად მოურიეთ. რომ ადუღდება, ცეცხლს ჩაუწიეთ და განაგრძეთ ჩაშუშვა 25 წუთის განმავლობაში. ამ დროისთვის წვენი დაშრება. ტრადიციული რეცეპტი ასევე ლობიოსაც მოითხოვს, თუმცა შეგიძლიათ არც დაამატოთ.

მანამდე, ცალკე ქვაბში, ჩაყარეთ გათლილი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაამატეთ იმდენი წყალი, რომ დაფაროს კარტოფილი და დადგით საშუალო ცეცხლზე. დაახლოებით, 12-15 წუთის შემდეგ, როდესაც კარტოფილი მოიხარშება, გადაღვარეთ ნახარში, კარტოფილს დაამატეთ ნაღები, მუსკატი, პილპილი და მარილი. პიურეს საჭყლეტით ამოურიეთ.

გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ჯერ გადაიღეთ ხორცის მასა, ზემოდან დაადეთ პიურე და მოაყარეთ გახეხილი ჩედარი (შეგიძლიათ სულგუნითაც შეცვალოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩედარისგან განსხვავებული გემო აქვს, მაინც გემრიელი გამოდის)

შედგით ღვეზელი ღუმელში 10-15 წუთით. როდესაც ზედაპირი დაიბრაწება, ღვეზელი მზად არის. სუფრაზე მიართვით ცხელი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli