მოცვის მაფინები, ანუ ფუმფულაკები
Blueberry Muffins - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200 C-მდე

ფქვილი, საფუარი, მარილი, დარიჩინი და შაქარი მოათავსეთ ჯამში და კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში ან ჭიქაში ჩაასხით რძე, ზეთი და ჩაახალეთ კვერცხი. კარგად მოურიეთ. კვერცხი თანაბრად რომ გადანაწილდება, ეს მასა შეურიეთ ფქვილის მასას და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ვანილი და ისევ კარგად მოურიეთ. თუ იშოვით, უმჯობესია გამოიყენოთ ცოცხალი მოცხარი, ლურჯი ფერის (blueberry ინგლისურად), თუ არადა გაყინულიც გამოგადგებათ. გაყინულ მოცხარს საწურზე გადაავლეთ წყალი, რომ ზედმეტი ყინულის ნატეხები მოშორდეს. არ არის სავალდებულო მოცხარის გადნობას დაელოდოთ. დაამატეთ მოცხარიც ცომს და კარგად ამოურიეთ ხის კოვზით რომ თანაბრად განაწილდეს ყველგან. ცომი არ უნდა გამოვიდეს მაგარი, თუმცა არც თხევადი.

ცალკე ჯამში, ჩანგლით დასრისეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი, შაქარი და დარიჩინი და ხელით კარგად მოზილეთ. უნდა მიიღოთ ნამცეცებივით მასა.

მაფინის საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ ქაღალდები. თითოეულ ფორმაში კოვზით ჩადეთ ცომი და პირამდე გაავსეთ. ზემოდან მოაყარეთ ნამცეცების მასა და შედგით ღუმელში 20-25 წუთით. მნიშვნელოვანია, რომ პირველი 15 წუთის განმავლობაში არ გააღოთ ღუმელი, რომ კარგად ამოვიდეს მაფინები. 20-25 წუთის შემდეგ, ასანთი ჩაარჭვეთ რომელიმე მაფინის შუაგულში, თუ ასანთის ღერი მშრალი ამოვა, ე.ი. მაფინები მზად არის.

მკითხველმა შემოგვთავაზა მაფინებს დავარქვათ ფუმფულაკები, რაც ვფიქრობ ძალიან გემრიელად ჟღერს. 

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli