მსხლის ტარტი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ სოდა და მარილი და კარგად მოურიეთ. შემდეგ პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით კარაქი, ან ხელით დაანაწევრეთ და შეურიეთ ფქვილს. კარაქი ისე შეაზილეთ, რომ თანაბრად განაწილდეს ფქვილზე. დაამატეთ შაქარი და ისევ კარგად მოზილეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული და თანაბრად შეაზილეთ ცომს.

დააგუნდავეთ ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ 30 წუთის განმავლობაში.

მაცივრიდან რომ გამოიღებთ, შესაძლოა ცომი გამაგრებული იყოს. ხელით ოდნავ მოზილეთ და დარბილდება. გააბრტყელეთ ცომი - შეგიძლიათ ხელით გააბრტყელოთ ან გასაბრტყელებელი ჯოხით. გასწავლით დედაჩემის ხერხს :-)

ცელოფანის პარკში ჩადეთ ცომის გუნდა (ცენტრში) და ისე გააბრტყელეთ თქვენთვის სასურველ სისქეზე და სიგანეზე. შემდეგ პარკი გაჭერით ზემოდან და შემოაცალეთ ცომს (პარკი ქვემოთ ისევ აქვს ცომს) - ცელოფნის პარკით აიღეთ ცომი და გადმოაპირქვავეთ გამოსაცხობ ჭურჭელზე.

თუ ცომი დაგეშლებათ ან მცირე ნაწილები მოძვრება, არ ინერვიულოთ, ხელით შეგიძლიათ მიამაგროთ ისევ. აიღეთ 20 - 21 სმ რადიუსის გამოსაცხობი ჭურჭელი და ჩააფინეთ ცომი. კედლებზეც თანაბრად გადაანაწილეთ.

ჩართეთ ღუმელი და გააცხელეთ 180 - 185 C-მდე.

ცალკე აურიეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილი. დაჭერით მსხალი რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ყავისფერი შაქრის ნარევში და წრიულად დააწყვეთ ცომზე. თუ შაქრის ნარევი მოგრჩებათ, თანაბრად მოაყარეთ მხლის ნაჭრებს ზემოდან. ასევე მოაყარეთ ლიმონის ცედრაც. ჭურჭლის კედლებზე მიკრული ცომი თითით თანაბრად დაადაბლეთ მხლის ნაჭრების დონეზე.

შედგით ნამცხვარი ღუმელში. შეამოწმეთ 40 - 45 წუთის შემდეგ. თუ ცომი ოქროს ფერი გახდა და მხლებიც დაიბრაწა, ე.ი. მზად არის. ასევე შეგიძლიათ გასინჯოთ ცომი ხის ჩხირით - თუ მშრალი ამოვა ხის ჩხირი, ე.ი. უკვე მზად არის.

გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან. ჭიქაში აურიეთ 1/2 ს.კ. წაბლის თაფლი და 3 ს.კ. ცხელი, ადუღებული წყალი. კარგად მოურიეთ. სითხე კოვზით მოასხით ზემოდან მხოლოდ მსხლის ნაჭრებს.

გააგრილეთ ნამცხვარი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.