მწვანე ბარდას წვნიანი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბარდა მდიდარია ცილებით და უჯრედისით და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი მარხვაზე მყოფთათვის, რადგან მარხვის დროსაც შეძლონ საკმარისი ცილების მიღება. წვნიანის მომზადება კი საკმაოდ ადვილია.

დაჭერით პრასის მწვანე ნაწილი მხოლოდ. გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ პრასი რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაამატეთ გარეცხილი ბარდა, დაფნის ფოთოლი და დაჭრილი პიტნა. კარგად მოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ქათმის ცხელი ბულიონი (მხოლოდ წვენი), ან თუ მარხულობთ, დაამატეთ ბოსტნეულის ბულიონი (მხოლოდ წვენი) ან ადუღებული წყალი. ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ და თავდახურული ქვაბი ცეცხლზე გააჩერეთ 35-40 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. თუ შეატყობთ, რომ წყალი სწრაფად შრება, ცეცხლს კიდევ ჩაუწიეთ.

მიიღებთ სქელი კონსისტენციის მასას. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

წვნიანს შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი ყველი (პარმეზანი, ან თუნდაც სულგუნი), ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბეკონი ან შემწვარი სოსისი ნაჭრები. ასევე უხდება ბალზამიკოც - ამიტომ, თქვენი სურვილისამებრ დაამატეთ ინგრედიეტნები მას შემდეგ, რაც წვნიანს თეფშზე ამოიღებთ.

მიირთვით გემრიელი და სასარგებლო წვნიანი.



გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

მწვანე ბარდას სუპი