მწვანე ლობიო
ბებოს რეცეპტით
 

მომზადება

გაარჩიეთ მწვანე ლბიო - მოატეხეთ წვერები და გააცალეთ ე.წ. ფხები (თუ აქვს). დატეხეთ და ჩაყარეთ ქვაბში. დაჭერით ხახვი და კარტოფილი და მოათავსეთ ლობიოს ზემოდან.

შემდეგ ზემოდან მოასხით ზეთი და დაახლ. 200 მლ. წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ - თუ წყალი დაიშრო, შეგიძლიათ დაამატოთ.

ლობიო კარგად რომ ჩაიშუშება (დაახლოებით 30 წუთის შემდეგ), დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და მარილი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სულ ცოტა ძირა და უცხო სუნელი. კარგად მოურიეთ, 2 წუთი დატოვეთ ცეცხლზე და შემდეგ გამორთეთ.

ქვაბში გააჩერეთ ლობიო 7-10 წუთის განმავლობაში, სანამ სუფრაზე მიიტანთ.

სხვათაშორის, ეს კერძი გაცილებით გემრიელია მეორე დღეს.