ომლეტი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გამოიღეთ მაცივრიდან ბოსტნეული - რეცეპტში მოყვანილი ბოსტნეული შეგიძლიათ ცვალოთ სურვილისამებრ, თუმცა გირჩევთ რომ ხახვი აუცილებლად გამოიყენოთ. შეგიძლიათ დაამატოთ, იპანახის რამდენიმე ფოთოლი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ა.შ.

დაჭერით ბოსტნეული. დადგით ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. რომ გახურდება, მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტა ხნის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბოსტენული და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთი და პერიოდულად მოურიეთ ხის კოვზით, ან ტაფა შეარხიეთ. დაამატეთ მუხუდოც და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 1-2 წუთი. მოაყარეთ პილპილი და პურის ფქვილი და კარგად მოურიეთ.

გათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ მარილი. დაასხით გათქვეფილი კვერცხი ბოსტნეულს და კარგად მოურიეთ, რომ არ მიიკრას ძირზე და კვერცხიც თანაბრად გადანაწილდეს. დაუწიეთ ცეცხლს საშუალოზე ოდნავ დაბალ დონემდე. ტაფას დაახურეთ დავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე დაახლოებით 5-6 წუთი. შემდეგ გამორთეთ და ომლეტი გააჩერეთ თავდახურულ ტაფაზე 3-4 წუთი (არ გადმოაბრუნოთ). ზედაპირი რომ მოშრება, შეგიძლიათ ომლეტი მიართვათ სუფრაზე.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli