გრილზე შემწვარი ორაგული მდოგვის სოუსით 
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

სოუსის მოსამზადებლად, პატარა ჯამში ერთად აურიეთ ნეკერჩხლის სიროფი, დიჟონის მდოგვი, ვაშლის ძმარი და ტიმიანი - კარგად მოურიეთ და ნელ ცეცხლზე დადგით პატარა ტაფით. პერიოდულად ურიეთ. როდესაც ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

ორაგულის ფილე გაამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდით . წაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი და პილპილი. მაღალ ცეცხლზე გაახურეთ გრილის ტაფა (თუ გრილი გაქვთ, კიდევ უკეთესი). ტაფა კარგად რომ გახურდება, ჩაუწიეთ ცეცხლს საშუალოზე ოდნავ დაბალ მაჩვენებლამდე. სამზარეულოს ქაღალდით ტაფაზე მოუსვით ზეითუნის ზეთი და ფილე დადეთ კანით. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, ისე, რომ არც ტაფას მოხადოთ თავსახური და არც თევზს შეეხოთ. 3 წუთის შემდეგ, ფრთხილად გადააბრუნეთ ორაგულის ნაჭრები (არ გამოიყენოთ ჩანგალი) ან ხის კოვზით, ან პინცეტის მსგავსი ხელსაწყოთი. ზემოდან მოასხით 2 ან 3 ს.კ. სოუსი. შეეცადეთ, რომ ტაფაზე არ დაგესხათ, რომ თევზი არ მიიწვას სოუსთან ერთად.

ცეცხლს ოდნავ მოუმატეთ და გააჩერეთ ტაფაზე ორაგული კიდევ 2-3 წუთით. გადმოიღეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსის მასაც.

ორაგული შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის რაგუსთან, კარტოფილთან ან უბრალოდ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli