პასტინა ქათმით - იტალიური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით ქათმის ფილე და ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ მარილი, პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 20 წუთით.

აადუღეთ წყალი და ქვაბში მოხარშეთ პასტინა შეფუთვაზე მითითებული ისნტრუქციის მიხედვით - საშუალოდ ჭირდება 8-10 წუთი. პასტინა არის პატარა ზომის იტალიური პასტა (მაკარონი) - თუ პასტინა არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა სახეობა. როდესაც პასტინა მოიხარშება, გადაწურეთ, მოავლეთ ცივი წყალი რომ არ ჩაცომდეს და ისევ გადაწურეთ.

გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე.

ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ქათმის ნაჭრები - დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში, თავდახურულ ტაფაზე. პერიოდულად მოურიეთ. როდესაც ქათმის ნაჭრები ფერს იცვლის და ვარდისფერი აღარ იქნება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი და ჩაშუშეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ პროვანსის ბალახები, კარგად მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

ჯამში აურიეთ ჩაშუშული ქათმის მასა, ქილის პამიდორი, მოცარელას ყველი, დაჭრილი ოხრხუში და მოხარშული პასტინა. კარგად მოურიეთ. შემდეგ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადაიტანეთ მთლიანი მასა, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და საფანელი. თუ საფანელი არ გაქვთ, გახუხეთ 3-4 ნაჭერი პური 205-c-ზე, სანამ პური ოდნავ არ დაიბრაწება. შემდეგ გააგრილეთ და ან კომბაინის მეშვეობით დააქუცმაცეთ, ან სახეხზე ჩამოხეხეთ, ან თუნდაც სანაყი ქვით დანაყეთ.

შედგით ჭურჭელი ღუმელში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. ზემოდან, როდესაც საფანელი დაიბრაწება, კერძი უკვე მზად არის.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli