პიცა - იტალიური სამზარეულო 
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ცომი:

პატარა ჭიქაში ჩაყარეთ საფუარი და შაქარი და კარგად აურიეთ. დაასხით თბილი წყალი რომ დაფაროს საფუარი. წყალი არ უნდა იყოს გრილი, თუმცა არც ძალიან ცხელი, თორემ საფუარი არ აფუვდება. დააფარეთ ფინჯანი ზემოდან და გააჩერეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

ჯამში ჩაყარეთ 300 გრ. ფქვილი და შუაში გააკეთეთ ღრმული. ჩაასხით აფუებული საფუარი, ამ წყალშივე ჩააყარეთ მარილი და დაიწყეთ მოზელვა. სავარაუდოდ მოგიწევთ კიდევ დაამატოთ 1/2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი. თუ გსურთ, რომ პიცის ცომი რბილი გამოვიდეს, მაშინ უნდა მოზილოთ ისეთი ცომი, რომელიც ხელებზე ოდნავ გეკრობათ. თუ გინდათ, რომ პიცის ცომი უფრო მაგარი და ხრაშუნა იყოს, მაშინ უფრო მეტი ფქვილი შეაზილეთ და ცომიც შედარებით “მშრალი” უნდა გამოვიდეს. ცომი მოზილეთ დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ, დააგუნდავეთ, ჩადეთ ჯამში, ზემოდან გადააკარით ცელოფანი, შემდეგ ჩაის ტილოში ან თხელ საბანში შეფუთეთ და დადგით ოთახში, მმინიმუმ 1 საათით (უმჯობესია 2 საათი გააჩეროთ).

ამასობაში შეგიძლიათ გააკეთოთ პამიდორის სოუსი. დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე, გაახურეთ, დაასხით ზეითუნის ზეთი და საშუალო დონემდე დაუწიეთ ცეცხლს. ჩაშუშეთ დაჭყლეტილი/დაჭრილი ნიორი 30-40 წამის განმავლობაში. დაამატეთ ქილის დაჭრილი პამიდორი და კარგად მოურიეთ. ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ცეცხლსაც ოდნავ ჩაუწიეთ, როდესაც წამოდუღდება პამიდორი. დაამატეთ ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 3 წუთი და გამორთეთ.

როდესაც ცომი ამოვა, ისევ ჩაზილეთ ფქვილთან ერთად ჯამში, გაყავით  3 ან 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი დააგუნდავეთ. თითოეული პიცისთვის შეგიძლიათ გააბრტყელოთ საბრტყელებელით, ან ხელითვე მისცეთ ფორმა. ცომის სისქეც შეგიძლიათ თქვენთვითონვე არეგულიროთ - გაითვალისწინეთ, რომ ცხობის დროს ცომი ისევ აფუვდება და შესაბამისად, თუ პიცის თხელი ძირი მოგწონთ, მაშინ ძალიან უნდა გააბრტყელოთ.

გაახურეთ თუმელი 205 - 210 C-მდე.

დადეთ გაბრტყელებული ცომი პიცის საცხობზე. წაუსვით 2-3 ს.კ. პამიდორის სოუსი, რაც მოამზადეთ (გაითვალისწინეთ, რომ გრილი უნდა იყოს სოუსი). მოაყარეთ ერთი მუჭა გახეხილი ყველი. შემდეგ დააწყვეთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები. გვერდზე წარმოდგენილია 2 პიცა 1 პიცა: ქამა სოკო , ბულგარული წიწაკა, მორჩენილი შემწვარი ქათმის ნაჭრები და ჭყინტი მოცარელა (მაიონეზი არ გეგონოთ! გული მიკვდება, როდესაც პიცას მაიონეზს უკეთებენ :) ) 2 პიცა: ძეხვის ნაჭრები, ბულგარული წიწაკა, ქამა სოკო, “ჩერი” პამიდორის ნაჭრები.როდესაც თქვენთვის სასურველ ინგრედიენტებს მოაყრით, შემდეგ ზემოდან ისევ მოაყარეთ 2 მუჭა გახეხილი ყველი. სულ ზემოდან კი მოაყარეთ ორეგანო.

შედგით პიცა ღუმელში და გამოაცხვეთ12 - 15 წუთის განმავლობაში.

გაგვიზიარეთ შედეგები ფეისბუკის გვერდზე :)

www.facebook.com/Gemrieli