ყველის ხვეულები - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე.

გახეხეთ პარმეზანის ყველი. თუ პარმეზანი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ სულგუნით - გემო განსხვავებულია, მაგრამ მაინც გემრიელი გამოდის. გახეხილ ყველს დაამატეთ 1 ც. კვერცხი და კარგად მოურიეთ.

გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად. ცომის ნახევარ მხარეს გადაანაწილეთ ყველი, ხოლო მეორე მხარე ზემოდან გადააფარეთ ( იხ. სურათი მარცხნივ). გადაფარების შემდეგ, ხელით გააბრტყელეთ კიდევ ოდნავ, რომ ყველის მასა ცომის ზედა ფენასაც კარგად მიეკროს.

დაჭერით ცომი ზოლებად. ზემოდან მოაყარეთ პაპრიკა და ნიორის ფხვნილი. ღუმელში, საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. აიღეთ ცომის თითოეული ზოლი, ზოლის ერთი ბოლო დადეთ დაფაზე, ფრთხილად დაახვიეთ ცომი და ისე დადეთ მთლიანად.

ღუმელში გამოაცხვეთ საშუალოდ 18-20 წუთი - როდესაც ზედაპირი მოიბრაწება, ხვეულა უკვე მზად არის.

თუ ყველს ნაკლებს გაუკეთებთ და უფრო თხელ ფენად წაუსვამთ ცომზე, მაშინ ზოლებიც უფრო ვიწრო შეგიძლიად დაჭრათ და უფრო მეტად დაახვიოთ ცხობის დროს.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli