სალათი ორაგულით - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

სალათისთვის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათის ფურცლის ნებისმიერი სახეობა - რაც უფრო ბევრ სახეობას შეურევთ ერთმანეთში, უფრო გემრიელი და არომატული გახდება სალათიც. თუმცა, გირჩევთ, რომ რუკოლა ან წიწმატი აუცილებლად გაოიყენოთ, ძალიან უხდება გამოყვანილ ორაგულს. ასევე, გამოიყენეთ ისპანახიც, ჩინური კომბოსტოს ფურცლები.

გარეცხეთ ბოსტნეული საფუძვლიანად. დაჭერით სალათის ფურცლები მსხვილ ნაჭრებად. დაახეხეთ სტაფილო. დაამატეთ დაჭრილი კიტრი და პამიდორი.

ცალკე მოამზადეთ სოუსი: ძმარს დაამატეთ  ზეითუნის ზეთი. დაამატეთ ტკბილი მდოგვი, გახეხილი თეთრი შოკოლადი, ორეგანო, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ. თუ შეამჩნევთ რომ მასა არ ეყოფა სალათს, შეგიძლიათ ცოტ-ცოტა ინგრედიენტები დაამატოთ სოუსს. გაითვალისწინეთ, რომ მასა ზეთოვანია და კარგად მოედება სალათის ფურცლებს - სალათი არ უნდა გამოვიდეს “წვნიანი”, არამედ, სოუსმა ოდნავ უნდა დანამოს სალათი. კოვზით გაანაწილეთ სოუსი სალათზე და შემდეგ ხის ჯოხებით საფუძვლიანად მოურიეთ (შეგიძლიათ ხელებით მოურიოთ). სოუსი მთლიანად რომ გადანაწილდება სალათზე, ამოიღეთ თეფშზე. ზემოდან მოაწყვეთ გამოყვანილი, ნაკლებად მარილიანი ორაგულის ნაჭრები. გარშემო შემოაწყვეთ ბოლოკის ნაჭრები, ხოლო ზემოდან მორთეთ კონკცენტრირებული ბალზამიკოთი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli