სალსა - მექსიკური სამზარეულო 
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მწიფე პამიდორს გააცალეთ კანი - ამისთვის 30-40 წამით ჩაყარეთ ადუღებულ, ცხელ წყალში. შემდეგ დანა დაუსვით კანზე და ხელით გაფრცქვენით. დაჭერით პამიდორი და ჩაყარეთ ბლენდერში/კომბაინში. დაჭერით ბულგარული წიწაკა, ხახვი, ქინძი და დაამატეთ პამიდორს. დაასხით ლიმონის ან ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, ხალაპენიოს წიწაკა - ან ცოცხალი ან საწებელი (თუმცა სავალდებულო არ არის, შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი წითელი წიწაკით, ან საერთოდ არ გამოიყენოთ, თუ არ გიყვართ ცხარე), პილპილი, მარილი და პაპრიკა გემოვნებით და ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ.

სალსა მზად არის, შეგიძლიათ მიართვათ სიმინდის ჩიპსებთან ერთად (მაგალითად დორიტოებთან ერთად), ან ჩიპსებიც თავად მოამზადოთ (იხილეთ რეცეპტი).

სალსა რაც მოგრჩებათ, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 3-4 დღის მანძილზე.