შემწვარი ღვიძლის პაშტეტი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე. რომ გახურდება, ტაფაზე დადეთ კარაქი (პატარა ნაჭრებად დაჭრილი). გაადნეთ კარაქი, ოღონდ ფრთხილად იყავით, რომ არ დაიწვას. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ჩაშუშეთ. ხახვი ფერს რომ იცვლის, დაამატეთ პატარა კუბიკების ფორმით დაჭრილი ღვიძლი და კარგად მოურიეთ. დაახლოებით 20-25 წუთის მანძილზე ჩაშუშეთ - ტემპერატურა არეგულირეთ, რომ ძალიან არ დაშრეს წვენი და არ მიიწვას ღვიძლი.

ღვიძლი რომ ჩაიშუშება, გადაიტანეთ მთლიანი მასა კომბაინში/ბლენდერში, რომელსაც მჭრელი დანა აქვს. დაამატეთ მარილი, პილპილი, worchestire სოუსი, მუსკატი და დააბლენდერეთ.

თუ მასა სქელი გამოდის, შეგიძლიათ დაამატოთ ადუღებული ცხელი წყალი, რომ ღვიძლის ნაჭრები მთლიანად დაიშალოს და მასაც კარაქივით გამოვიდეს.

გადაიტანეთ პაშტეტი ჭურჭელში, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და შემდეგ შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით.