შემწვარი ქათმის ფრთის ძირები - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ქათმის ფრთის ძირებს გააცალეთ კანი და მოაყარეთ მარილი და პილპილი. შემდეგ ამოავლეთ ფქვილში თითოეული ნაჭერი.

ამასობაში ტაფა დადგით მაღალ ცეცხლზე და გაახურეთ. დაასხით ბლომად ზეთი (იმდენი, რომ ქათმის ფრთებს როდესაც ჩააწყობთ, ნახევრად დაფაროს ზეთმა ფრთის ნაჭრები).

ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი. ფქვილიანი ფრთის ნაჭრები ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ საფანელში და ისე დააწყვეთ ტაფაზე. ცეცხლს ჩაუწიეთ ოდნავ.

ფრთის ნაჭრები შეწვით დაახლოებით 3 წუთი ერთ მხარეს და 3 წუთი მეორე მხარეს. თეფშზე გააფინეთ სამზარეულოს ქაღალდი რამდენიმე ფენად. ტაფიდან გადმოიღეთ ფრთის ნაჭრები და დააწყვეთ სამზარეულოს ქაღალდის ფენებზე - ქაღალდი ზედმეტ ცხიმს შეიწოვს.

სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ კეტჩუპთან ან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სოუსთან ერთად.