შოკოლადის ლიმონათი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

შოკოლადის ლიმონათის მოსამზადებლად დაგვჭირდება მოვამზადოთ შოკოლადის სიროფი და ლიმონის კონცენტრატი.

ლიმონის კონცენტრატისთვის, პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაასხით წყალი. კარგად მოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ. როგორც კი შაქარი გაიხსნება, შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან. ამასობაში, გაწურეთ 2 ლიმონი, რომ მიიღოთ საჭირო მოცულობის წვენი. შაქრის სიროფი რომ გადნება, მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში, თავდახურული კონტეინერით.

შოკოლადის სიროფის გასაკეთებლად, პატარა ქვაბში ჩაყარეთ კაკაოს ფხვნილი და შაქარი - კარგად მოურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს კაკაო და შაქარი. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ მაღალი ხარისხის კაკაო, რადგან სიროფის გემო დიდად არის დამოკიდებული კაკაოს ფხვნილის ხარისხზე. დაამატეთ წყალი და დადგით საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. თავდაპირველად მასა ცოტა სქელი იქნება, შემდეგ კი ძალიან გათხელდება. შაქარი როგორც კი გადნება, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან. გაგრილების შემდეგ, დაამატეთ მარილი და ვანილი და ისევ კარგად მოურიეთ. სიროფი შეგიძლიათ შედგათ მაცივარში, თავდახურული კონკტეინერით.

შოკოლადის სიროფიც და ლიმონის კონცენტრატიც, მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ რამდენიმე დღით, თავდახურულ ჭურჭელში.

ლიმონათის მომზადების დროს, ჭურჭელში ჩაყარეთ ყინული, ჩაასხით ლიმონის კონცენტრატი და შოკოლადის სიროფი, დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ. გირჩევთ, მთლიანად არ გამოიყენოთ სიროფი და კონცენტრატი, არამედ თანდათან დაამატეთ წყალთან ერთად, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი გემო.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli